Thumbnail
  • არსენალ ტულა 1:1 მოსკოვის დინამო
  • გია გრიგალავამ სეზონი გოლით გახსნა

გია გრიგალავას ტულის არსენალმა რუსეთის პრემიერლიგაში სეზონი მოსკოვის დინამოსთან მატჩი დაიწყო და პირველი ქულა ქართველი მცველის გოლით მოიპოვა.

მოსკოველები მიგელ კარდოსოს გოლით იგებდნენ, თუმცა გრიგალავამ მატჩის 84-ე წუთზე ფანტასტიკური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და არსენალს ქულა გადაურჩინა.

შარშანდელ სეზონში ქართველმა მცველმა ერთი გოლი გაიტანა და მაშინაც მოსკოვის დინამოსთან გამოიჩინა თავი. გრიგალავას რუსეთის პრემიერლიგაში სულ 5 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები