Thumbnail
  • 26 წლის დავით ხოჭოლავა შახტარიდან წასვლას არ აპირებს
  • ფრანგული ვარიანტი ბოლომდე გამორიცხული არ არის

sport.ua-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ფრანგული ტულუზი მართლაც დაინტერესებულია დავით ხოჭოლავას შეძენით, მაგრამ ქართველი ლეგიონერი ლიგა 1-ის კლუბს უარს უთვლის, მას დონეცკის შახტარში დარჩენა სურს.

გამოცემა ამტკიცებს, რომ ტულუზი ცდილობდა, ნიადაგი მოესინჯა ტრანსფერისთვის, მაგრამ რეალურ შეთავაზებამდე საქმე არ მისულა, რადგან 26 წლის ხოჭოლავამ საფრანგეთის ჩემპიონატში გადასვლის სურვილი არ გამოთქვა. 

sport.ua წერს, რომ ტულუზი ცენტრალურ მცველს სხვაგან მოძებნის, მაგრამ თუ არაფერი გამოუვა, ისევ ხოჭოლავას ვარიანტს დაუბრუნდება. უკრაინის პრემიერლიგაში ხოჭოლავამ ბოლო სეზონში 25 მატჩში 2 გოლი გაიტანა. "ტრანსფერმარკტი" მას 5 მილიონ ევროდ აფასებს, რაც ქართველ ფეხბურთელებში მესამე შედეგია საბა კვერკველიასა და გიორგი ჩაკვეტაძის შემდეგ.  

კომენტარები

ბოლო ამბები