- როჯერ ფედერერი 7:6, 1:6, 6:3, 6:4 რაფაელ ნადალი
- მე-40 კლასიკა შვეიცარიელმა მოიგო
უიმბლდონის ღია პირველობაზე კლასიკური დაპირისპირება 11-წლიანი შესვენების შემდეგ გაიმართა, როჯერ ფედერერმა 4 სეტში დაამარცხა თავისი უმთავრესი მოწინააღმდეგე რაფა ნადალი და ფინალში გავიდა - 7:6 (7:3), 1:6, 6:3, 6:4. 37 წლის შვეიცარიელი ჩოგბურთელი ლონდონში ფინალში მე-12-ედ გავიდა.
უიმბლდონის ფინალში ფედერერი კვირას მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება.
პირველ სეტში მოწინააღმდეგეებმა საქმე ტაი ბრეიკამდე მიიყვანეს, სადაც ყველაფერი როჯერის კარნახით წარიმართა - 7:3 და სეტებში შვეიცარიელი დაწინაურდა.
მეორე სეტში ნადალმა 2:1-ზე მოუგო შვეიცარიელს მისივე მოწოდება და შემდეგ იგივე 4:1-ზეც გაიმეორა, საბოლოოდ კი რაფამ 6:1 იმარჯვა სეტში.
მატჩის ჰაილაითები
მესამე სეტშიც 2:1-ზე განხორციელდა ბრეიქი, ამჯერად, ეს ფედერერმა გააკეთა და საქმე ამ სეტში ბოლომდე მიიყვანა - 6:3.
მეოთხე სეტშიც როჯერი უკეთ თამაშობდა. მან 1:1-ზე შეძლო ესპანელის მოწოდების მოგება. 4:5-ზე რაფამ ორი მატჩ პოინტი გადაარჩინა. რაფამ ფედერერის მოწოდებაზეც იბრძოლა, ბრეიქიც ჰქონდა, 2 მატჩ პოინტიც იხსნა, მაგრამ მესამეზე დანებდა - 4:6.
საინტერესო ფაქტები
🎾 როჯერ ფედერერი უიმბლდონის ღია პირველობის ფინალში მე-12-ედ გავიდა
🎾 შემდეგ თვეში როჯერი 38 წლის ხდება.
🎾 უიმბლდონის 12 ნახევარფინალიდან 11 მოიგო.
🎾 ეს მისი 101-ე გამარჯვება იყო უიმბლდონის კორტებზე.
🎾 ფედერერი-ჯოკოვიჩი "დიდი სლემის" ტურნირებში ყველაზე ბებრულ ფინალებში მეორე ადგილზეა ღია ერის პერიოდში.
კომენტარები