Thumbnail

ზინედინ ზიდანმა რეალის შეკრება დატოვა - მიზეზი პირადულია!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მოულოდნელი ამბავი რეალის ბანაკიდან
  • ზინედინ ზიდანმა შეკრება დატოვა
  • ოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი პირადულია

მადრიდის რეალი ახალი სეზონისთვის კანადაში ემზადება. დღეს, ‘სამეფო კლუბმა’ მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მონრეალში შეკრება დატოვა. რეალის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მიზეზი პირადულია.

უახლოეს დღეებში რეალს ზიზუს ასისტენტი დავიდ ბეტონი ავარჯიშებს. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მადრიდული გრანდი 21 ივლისს მიუნხენის ბაიერნს შეხვდება. მატჩი ჰიუსტონში გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ბაიერნთან შეხვედრაში ზიზუ რეალის დამრიგებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები