Thumbnail
  • გიორგი ჩაკვეტაძემ 7-იანი 10-იანზე გაცვალა
  • სამი ქართველი გენტის შემადგენლობაში

გენტის ოფიციალურ საიტზე გუნდის განყოფილების გვერდი განახლდა: 2019/20 წლების სეზონში გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია და რეაბილიტაციის კურსს გადის, 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, 7-იანის ნაცვლად. გიორგის ნომრით კი ახალ სეზონში უკრაინელი რომან იარემჩუკი ითამაშებს.

19 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ბელგიურ ჟუპილერლიგაში სულ 30 მატჩი გამართა - 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. transfermarkt.com მას 9 მილიონ ევროდ აფასებს.

გიორგი ბერიძე სიაშია, მაგრამ ჯერ ნომრის გარეშეა, გიორგი ქვილითაია ისევ 13 ნომრით ითამაშებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები