Thumbnail

ჰოლანდიური მედია: დე ლიხტის ტრანსფერი გადაწყდა - იუვე და აიაქსი შეთანხმდნენ!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • Telegraaf-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა და აიაქსმა შეთანხმებას მიაღწიეს
  • იტალიურ გრანდს მატეის დე ლიხტი 70 მილიონი ევრო დაუჯდება

ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, ამსტერდამის აიაქსი და ტურინის იუვენტუსი დღეს ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ჰოლანდიური გრანდის 19 წლის მცველი მატეის დე ლიხტი, რომელმაც ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და უდიდესი მომავალი აქვს, კარიერას იტალიურ გრანდში გააგრძელებს!

Telegraaf-ის ცნობით, აიაქსი და იუვენტუსი 70 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ. ცნობილია, რომ მოლაპარაკებები ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

19 წლის მატეის დე ლიხტი იუვენტუსმა იყიდა

აღსანიშნავია, რომ დე ლიხტის გადაბირებისთვის პარი სენ-ჟერმენი და ბარსელონაც იბრძოდნენ. ჰოლანდიელმა გადაწყვეტილება საბოლოოდ იუვენტუსის სასარგებლოდ მიიღო და ცნობილია, რომ ამ ტრანსფერში დიდი როლი ითამაშა კრიშტიანო რონალდომ, რომელმაც ერთა ლიგის მატჩის შემდეგ, ახალგაზრდა ჰოლანდიელს იუვენტუსში გადასვლისკენ მოუწოდა. დე ლიხტის ტრანსფერის შემდეგ, იუვენტუსი, დიდი ალბათობით, ლეონარდო ბონუჩის გაყიდის.

შეგახსენებთ, რომ მატეის დე ლიხტი აიაქსის შესანიშნავი სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედია. ამსტერდამელები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ და ეს პირველ რიგში მისი დამსახურება იყო. აღსანიშნავია, რომ აიაქსმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სწორედ იუვენტუსი დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები