Thumbnail
  • NBA-ს საზაფხულო ლიგა გოგა ბითაძის გარეშე ჩაივლის
  • პეისერსის საიტი ბითაძეზე კითხვებს პასუხობს
  • როდის მოაწერს გოგა კონტრაქტს ხელს

NBA-ს საზაფხულო ლიგაზე გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა ბოლოსწინა მატჩიც წააგო - ტორონტო რეპტორსთან 79:94. ასე რომ, ლას ვეგასის ლიგა ინდიანამ 0-4 ბალანსი აქვს და ამაღამ კლიპერსთან მატჩით ამთავრებს, რადგან პლეი ოფში ვეღარ გავა.

ოთხი მარცხი გოგას გარეშე

გოგა ბითაძე საზაფხულო ლიგის გარეშე დარჩა, რადგან დროულად ვერ მოესწრო მისთვის სამუშაო ვიზის გაკეთება. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ გოგასთან ერთად ინდიანა სულ სხვა გუნდი იქნებოდა. 

ინდიანა V ტორონტო

აღსანიშნავია, რომ დრაფტის I წრეში არჩეული 30 კალათბურთელიდან 26-მა უკვე გააფორმა კონტრაქტები NBA-ს კლუბებთან, რჩება მხოლოდ 4 - ბოსტონს არ გაუფორმებია ხელშეკრულება ლანგფორდთან და უილიამსთან, ხოლო ორლანდოს - ოკეკესთან, მეოთხე გოგაა! ვიზის პრობლემამ ამაშიც შეუშალა 19 წლის ცენტრფორვარდს ხელი. 

ბითაძე და ფენტეზი კალათბურთი

Scout-მა ტრადიციულად, სეზონის წინ გამოაქვეყნა ექსპერტთა შეფასებები თითოეული კალათბურთელისთვის ფენტეზი NBA-ს ლიგებისთვის. 

19 წლის ბითაძე გამოცემა NBA-ში 48-ე ცენტრად მიიჩნევს. ერთი ადგილით წინ, ვიდრე დრაფტზე არჩეული ბოლ ბოლი, მაგრამ ბითაძე ბისმარკ ბიომბოს ჩამორჩება. 

Scout-ის ვარაუდი ბითაძეზე სეზონში: საშუალოდ 3.6 ქულა, 2.9 მოხსნა, 0.7 პასი და 1.15 ბლოკი. 

სამივე გვჭირდება!

ინდიანას ოფიციალურ საიტ Pacers.com-ზე ფანების შეკითხვებს საიტის ჟურნალისტმა მარკ მონტიემ უპასუხა. ასე რომ, ეს პასუხები შესაძლებელია კლუბის ხელმძღვანელობის ოფიციალურ პოზიციადაც ჩაითვალოს. 

ჯარედი: როგორ ფიქრობთ, შეძლებს გოგა როტაციაში საკმაო რაოდენობის სათამაშო წუთების მოპოვებას?

Pacers.com: "ოთხზე" და "ხუთზე" წუთებს დომანტას საბონისი, მაილს ტერნერი და ბითაძე გაიყოფენ. ამ სამეულს ჯამში საკმაო რაოდენობის წუთები გამოუვა. კევინ პრიტჩარდმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ბითაძე როტაციაში იქნება. არა მგონია, რომ გოგას იმდენივე სათამაშო დრო ჰქონდეს, რაც ბოლო სეზონში კაილ ო'ქუინს ჰქონდა. ო'ქუინმა 45 მატჩი ითამაშა და მოედანზე საშუალოდ 8.2 წუთი გამოდიოდა - გოგას მეტი დრო ექნება! 

კლუბის პრეზიდენტი და გოგა პრესკონფერენციაზე

დომანტასი მძიმე ფორვარდის პოზიციაზე დაიწყებს, სათადარიგო ცენტრი კი ამ სეზონში მეტად დაგვჭირდება.

სტივი: ტერნერი და საბონისი, ორივე 23-23 წლისაა, ორივე მშრომელი და დადებითი პიროვნებაა. ორივეს ძალიან უნდა ინდიანაში თამაში და რატომ არის მედიაში ერთი ამბავი ატეხილი, რომ ერთ მათგანს დავატრეიდებთ?

Pacers.com: ჩვენთვის გაუგებარია იმის თქმა, რომ რადგან ბითაძე ავიყვანეთ, ან ტერნერს ან საბონისს გავცვლით. რა თქმა უნდა, ბითაძე უნდა ჩამოყალიბდეს სასტარტო კალიბრის ცენტრად, მაგრამ ახლა ინდიანას სამივე სჭირდება.

საბონისი და ტერნერი ერთად ითამაშებენ. რა თქმა უნდა, ტერნერს მოუწევს ფარქვეშ მეტი ქულის აღება, საბონისს კი პერიმეტრზე დაცვა, რაც უფრო მსუბუქ "ოთხიანებთან" გაჭირდება, მაგრამ სამაგიეროდ, მას გვერდში ეყოლება ტერნერი, ლოგიკურად, უფრო მსუბუქ "ოთხიანებს" საბონისის დაჭერა გაუჭირდებათ, როცა ის ფარქვეშიდან შეუტევს. 

დევიდი: გოგას და ტერნერს ოდესმე მოუწევთ ერთად თამაში?

Pacers.com: ჩვენ ვხედავთ ასეთ შესაძლებლობასაც. საინტერესო იქნება, ვინ დაჯდება პირველი, როცა სკამიდან გოგა ადგება, ტერნერი თუ საბონისი. ეს ალბათ, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი მეტოქე გვეყოლება. "ოთხზე" თამაში საბონისის გარდა, ტერნერსაც შეუძლია. ფაქტია, ჩვენ გველის "დიდების" როტაცია პოზიციისდა მიუხედავად. 211 სმ. სიმაღლის მიუხედავად, სამივე მოძრავია და შეუძლია ფარქვეშ თამაშიც და პერიმეტრზეც.

კომენტარები

ბოლო ამბები