- ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა
- პირველმა ჩოგანმა ესპანელს (22) 4 სეტში, 6:2, 4:6, 6:3, 6:2 მოუგო
- ნოლე ფინალში როჯერ ფედერერს შეხვდება
უიმბლდონის ღია პირველობის შარშანდელი გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი ისევ ფინალშია!
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნახევარფინალში ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი (23-ე ჩოგანი) ოთხ სეტში, 6:2, 4:6, 6:3, 6:2 დაამარცხა. ნოლესთვის ეს უიმბლდონის მეექვსე ფინალი იქნება - მას ტიტული 4-ჯერ აქვს მოგებული.
საერთო ჯამში, ჯოკოვიჩის ანგარიშზე დიდი სლემის 15 ტიტულია (ავსტრალია - 7, როლან გაროსი - 1, უიმბლდონი - 4, აშშ - 3). ბოლო 4 დიდი სლემიდან ნოლემ 3 მოიგო. საფრანგეთის ღია პირველობაზე იგი ნახევარფინალში, ავსტრიელ დომინიკ ტიმთან დამარცხდა. ჯოკოვიჩი ფინალში როჯერ ფედერერს შეხვდება.
ჯოკოვიჩმა პირველი სეტი 6:2 მოიგო, მეორეში კი თამაშზე კონტროლი დაკარგა და 4:6 დამარცხდა. მესამე სეტიდან სერბის უპირატესობა ისევ აშკარა გახდა - ნოლემ ჯერ 6:3, მერე კი 6:2 მოიგო და ესპანელს შანსი არ დაუტოვა. თამაში 2 საათი და 49 წუთი გაგრძელდა - ჯოკოვიჩმა მეხუთე მატჩპოინტი გამოიყენა.
📺 ვიდეო: ნოვაკ ჯოკოვიჩი V რობერტო ბაუტისტა აგუტი (მატჩპოინტი)
“უიმბლდონის ღია პირველობა ჩემთვის ბავშვობიდან საოცნებო ტურნირია. ფინალში კიდევ ერთხელ გასვლით კიდევ ერთი ოცნება ამიხდა. უიმბლდონის ფინალში თამაში რაღაც განსაკუთრებულია. ახლა ფედერერისა და ნადალის მატჩს ვუყურებ - ეს ხომ ყველა დროის ეპიკური დაპირისპირებაა,” - განაცხადა მატჩის შემდეგ ჯოკოვიჩმა.
📺 ვიდეო: ნოვაკ ჯოკოვიჩი V რობერტო ბაუტისტა აგუტი (მიმოხილვა)
კომენტარები