Thumbnail

ოქროს გოლი: პიტერ კრაუჩი გალათასარაის წინააღმდეგ [2006]

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კრაუჩი ფეხბურთიდან მიდის - 735 მატჩი / 205 გოლი
  • ინგლისის ნაკრების ვეტერანმა ამის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა...
  • 55 თავით გატანილი გოლი - ყველა დროის რეკორდი პრემიერლიგაში!

ტოტენჰემ ჰოთსპურის, ლივეპრულის და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი - პიტერ კრაუჩი ფეხბურთიდან მიდის. ტანმაღალმა ფორვარდმა ამის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.

კრაუჩმა დასამახსოვრებელი პერიოდები ჰარი რედნაპთან ერთად ჯერ საუთჰემპტონში, შემდეგ პორტსმუთში და ტოტენჰემ ჰოთსპურში გაატაარა, სადაც მისი გოლით სპურსი ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა.

თუმცა შუაში იყო ლივეპრულის წლები, სწორედ მერსისაიდში თამაშისას გახდა ის ფართო მასებისთვის ცნობილი კაცი და ინგლისის ნაკრების შეუცვლელი წევრი. ნაკრებში კრაუჩს (42 მატჩი, 22 გოლი) გოლების პროცენტული მაჩვენებლით, საშუალოდ 0.52 მხოლოდ გარი ლინეკერი და ჰარი კეინი უსწრებენ.

გაბარიტების მიუხედავად, ინგლისელს ლამაზი გოლების გატანა არასოდეს უჭირდა და ამის მაგალითია სწორედ ეს გოლიც, მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური - 2006 წელს გალათასარაის წინააღმდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები