Thumbnail

ტრანსფერები | ლივერპული ამ ზაფხულს ისე გაძლიერდა, რომ ვერავინ მიხვდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იურგენ კლოპმა ლივერპულის სატრანსფერო კამპანიაზე ისაუბრა
  • მერსისაიდელებმა ამ ზაფხულს ერთი ტრანსფერი განახორციელეს
  • მწვრთნელს ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნება ახარებს

2018/19 წლების სეზონში ლივერპულს ინგლისის პრემიერლიგის მოგებამდე სულ ცოტა დააკლდა, მაგრამ სამაგიეროდ, ევროპული საკლუბო ფეხბურთის მთავარი ტურნირი - ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი გულშემატკივრებს ახალი ტრანსფერებით ჯერჯერობით ვერ ახარებს, მაგრამ აიმედებს, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნება კლუბისთვის არანაკლები ნამატი იქნება.

"ვაპირებთ თუ არა ამ ზაფხულს გუნდის ძირითადი შემადგენლობის გაძლიერებას? ეს უკვე გავაკათეთ, უბრალოდ, თქვენ ვერ მიხვდით ამას. რიან ბრუსტერი და ალეკს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ტრამვების გამო შარშან ვერ თამაშობდნენ. დაუმატეთ ახალგაზრდა მოთამაშეები. ჩვენთვის ესენი ახალი ფეხბურთელები არიან.

სატრანსფერო ფანჯარა 8 აგვისტომდეა გახსნილი. მთელი ევროპა განიხილავდა ფანჯრის ადრე დახურვას, მაგრამ მხოლოდ ინგლისმა გააკეთა ეს. ასე რომ, ახლა ფანჯარა ჩვენთან სამი კვირით უფრო ადრე დაიხურება, ვიდრე სხვებთან. ვნახოთ, რას მოვიმოქმედებთ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ყველა დროის უდიდესი სატრანსფერო კამპანია იქნება", - აქვეყნებს გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს ლივერპულის პრესსამსახური. 

სეპ ვან დენ ბერგი ლივერპულის ერთადერთი შენაძენია

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ამ დროისთვის, ლივერპულმა მხოლოდ ერთი მოთამაშე შეიძინა - ჰოლანდიური ზვოლედან 17 წლის მცველი სეპ ვან დენ ბერგი დაიმატა. იუწყებიან, რომ უახლოეს მომავალში მერსისაიდელებს ფულემის 16 წლის თავდამსხმელი ჰარვი ელიოტი შეუერთდებათ. 

კომენტარები

ბოლო ამბები