Thumbnail
  • ბარსელონამ ანტუან გრიზმანის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა
  • ატლეტიკომ კატალონიური გრანდისგან 120 მილიონი ევრო მიიღო

როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ანტუან გრიზმანის ტრანსფერი გაოფიციალურდა! ბარსელონამ 28 წლის ფრანგი თავდამსხმელის შეძენა დაადასტურა - კატალონიურმა გრანდმა მადრიდის ატლეტიკოს მსოფლიოს ჩემპიონში 120 მილიონი ევრო გადაუხადა.

UPDATE: სკანდალი ანტუან გრიზმანის ტრანსფერის გამო - ატლეტიკო სასამართლოში ჩივის

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, გრიზმანმა ბარსასთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მის ახალ ხელშეკრულებაში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, გრიზმანის მსურველმა მასში 800 მილიონი უნდა გადაიხადოს.

ანტუან გრიზმანი, რომლმაც 2014 წლიდან ატლეტიკოს ფორმით 257 მატჩში 133 გოლი გაიტანა და 50 საგოლე პასი გააკეთა, მე-10 ფეხბურთელია, რომელშიც 100 მილიონზე მეტი გადაიხადეს. უძვირფასესი მოთამაშეების ტოპ-ათეულში ფრანგი მე-6 ადგილზეა - ახალ თანაგუნდელ უსმან დემბელესა (125 მილიონი) და კრიშტიანო რონალდოს (117 მილიონი) შორის.

აღსანიშნავია, რომ ამ ტოპ-ათეულიდან, სამმა ფეხბბურთელმა კლუბი წელს შეიცვალა. გრიზმანის შემცვლელ ჟოაო ფელიქსში (19 წლის) ატლეტიკომ ბენფიკას 126 მილიონი ევრო გადაუხადა. ჩელსიმ მადრიდის რეალისგან ედენ აზარის სანაცვლოდ, 100 მილიონი ევრო მიიღო - ბელგიელს ლონდონურ კლუბში კონტრაქტი გაისად უმთავრდებოდა. ბონუსებით ეს თანხა, შესაძლოა, 140 მილიონამდე გაიზარდოს.

შარშან გრიზმანი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ბარსასთვის გრიზმანი მე-3 ფეხბურთელია, რომელიც 100 მილიონზე მეტი ღირს. მანამდე, კატალონიელებმა უსმან დემბელესა და ფილიპე კოუტინიოში (145 მილიონი) გადაიხადეს 100 მილიონზე მეტი. ესპანური პრესა წერს, რომ გრიზმანის ტრანსფერის შემდეგ, ბარსელონა შესაძლოა, კოუტინიომ ან დემბელემ დატოვონ. ამავდროულად, ბარსაში არც ნეიმარის დაბრუნებაა გამორიცხული.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები