Thumbnail
  • ბუდაპეშტის გრან პრის პირველ დღეს სამმა ქართველმა იასპარეზა
  • თემურ ნოზაძე და ჯაბა პაპინაშვილი მეორე წრეშივე დამარცხდნენ 
  • ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა რეპეშაჟში გააღწია, მაგრამ იქ წააგო

ბუდაპეშტის გრან პრი წარუმატებლად დაიწყო ქართველი ძიუდოისტებისთვის - ნაკრების სამივე წევრმა გამოსვლა უმედლოდ დაასრულა. 

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ და ჯაბა პაპინაშვილმა იასპარეზეს და სამწუხაროდ, ორივე 1/16-ფინალში დამარცხდა.

თემურ ნოზაძემ პირველ ორთაბრძოლაში პორტუგალიელი გონსალო მანსინიო დაამარცხა.

მეორე წრეში ქართველი უზბეკ მეტოქეს, ქემრან ნურილაევს დაუპირისპირდა და წააგო.

ჯაბა პაპინაშვილი მეორე წრიდან ჩაერთო გათამაშებაში და პირველივე ორთაბრძოლაში ბრაზილიელ იტალო კარვალიოსთან დამარცხდა. 

რეპეშაჯში დამარცხდა საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ქალთა შეჯიბრში - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი. 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა სტარტზე რუს ალესია კუზნეცოვას აჯობა.

ტეტიანამ მეორე წრეში პოლონელ კაროლინა პეინკოვსკას აჯობა და 1/4-ფინალში გავიდა.

ლევიცკა-შუკვანი კოსოვოელ მაჟლინდა კელმენდისთან დამარცხდა და სანუგეშო ტურნირში გადაერთო, სადაც მეტოქედ რუმინელი ანდრეა ჩიტუ ჰყავდა. სამწუხაროდ, ტეტიანამ შეხვედრა, რომელსაც ვაზარით იგებდა, ბოლო 10 წამში იპონით დათმო.

13 და 14 ივლისს ტურნირში სხვა ქართველი ძიუდოისტები ჩაერთვებიან: ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ.), ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ.), ავთანდილ ჭრიკიშვილი (-90 კგ.), გიორგი ბერიაშვილი (-100 კგ.), გელა ზაალიშვილი (+100 კგ.), ონისე ბუღაძე (+100 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები