Thumbnail

გაუპატიურება თუ გამოძალვა? მოდელი, რომელმაც ნეიმარს უჩივლა, ეჭვმიტანილია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სან პაულუს პოლიციამ ნაჟილა ტრინდადის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
  • არსებული ვერსიით, მოდელი და მისი ადვოკატი ნეიმარს თანხას სძალავდნენ

სან პაულუს პოლიციამ გამოძიება დაიწყო ბრაზილიელი მოდელის, ნაჟილა ტრინდადის წინააღმდეგ, რომელმაც ცოტა ხნის წინ პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი ნეიმარი გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

მეტი ამ თემაზე: ნეიმარისა და ნაჟილას ინტიმური ვიდეო და გაუპატიურების საქმის დეტალები

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გოგონა და მისი ადვოკატი გამოძალვაში არიან ეჭვმიტანილნი. 

ნაჟილა ტრინდადი ნეიმარს ბრალს  გაუპატიურებაში სდებს 

გამოძიების ვერსიით, ნაჟილა და მისი ადვოკატი ნეიმარისგან თანხას ვიდეოს გამოუქვეყნებლობისთვის ითხოვდნენ, სადაც აღბეჭდილია სასტუმროს ნომერში მყოფი, ნეიმარისა და ნაჟილას ინტიმური სცენები. 

შეგახსენებთ, რომ ნაჟილა ტრინდადი და ნეიმარი ერთმანეთს მაისის შუა რიცხვებში, პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში შეხვდნენ. მოგვიანებით გოგონამ პოლიციაში განაცხადა, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მასზე იძალადა.

საბოლოოდ, ნაჟილა ტრინდადიმ მაინც ვერ შეძლო ვიდეორგოლის წარმოდგენა. გოგონა აცხადებს, რომ ვიდეოფაქტი მისი ბინიდან მოიპარეს. 

თავად ნეიმარი კი გაუპატიურების ბრალდებას უარყოფს. ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი და მამამისი აცხადებენ, რომ ნაჟილას ადვოკატი მათგან ფულის გამოძალვას ცდილობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები