Thumbnail

არაფრის ეშინია! უკრაინელი ქლაიმბერი თბილისის ეშმაკის ბორბალზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

Mustang Wanted უკრაინელი ქლაიმბერია, რომელმაც რამდენიმე საათის წინ YouTube-ის საკუთარ არხზე ახალი ვიდეო გამოაქვეყნა. ჩვენთვის ეს ვიდეო განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან მან თბილისის ‘ეშმაკის ბორბალი’ ‘დაიპყრო’!

უკრაინელი, რომლის ვიდეოებს YouTube-ზე ასიათასობით და ხანდახან მილიონობით ნახვა აქვს, მთაწმინდის პარკის ‘ეშმაკის ბორბალზე’, რა თქმა უნდა, ოფიციალური ნებართვის გარეშე აძვრა და როგორც ნამდვილმა ქლაიმბერმა, არც უსაფრთხოებაზე იზრუნა. ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მას პერსონალურ ინფორმაციაში მხოლოდ ეს უწერია: “No, I`m not scared!” (არა, არ მეშინია).

5 ივნისს გამოქვეყნებულ ფოტოზე (ჰონგ კონგიდან), მას ასეთი პოსტი აქვს დაწერილი: ‘ახლა მივხვდი, რომ ამას 10 წელზე მეტია ვაკეთებ. ჩემი ცხოვრება მშვენიერია!’

📺 ვიდეო: Mustang Wanted თბილისის ეშმაკის ბორბალზე

Mustang Wanted-მა 6 თვის წინ მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში იმყოფებოდა და იქაც დიდი სიმაღლეები დაიპყრო. მის არხზე ნახავთ არაერთ ასეთ ვიდეოს ბრატისლავიდან, ტალინიდან, პრაღიდან, დუბაიდან და ა.შ. 4 წლის წინ, მან მოსკოვის კოტელნიჩესკაიას სანაპიროზე უკრაინის დროშა ააფრიალა.

📺 ვიდეო: უკრაინის დროშა მოსკოვში

 

კომენტარები

ბოლო ამბები