Thumbnail

საქართველოს ნაკრები მარტში კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრები მარტში 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს.
  • 24 მარტი: საქართველო V ლიტვა
  • 27 მარტი: საქართველო V ესტონეთი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრები მარტში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

აქამდეც ვიცოდით, რომ 24 მარტს ვლადიმირ ვაისის გუნდი ლიტვას დაუპირისპირდება, ახალი ინფორმაციით კი 27 მარტს საქართველოს ნაკრები ესტონეთს უმასპინძლებს.

სექტემბერში საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში ჩაერთვება  და ორივე შეხვედრა მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ჩატარდება

მარტის ამხანაგურ მატჩებში საქართველოს ნაკრებს C დივიზიონის გუნდებთან მოუწევს დაპირისპირება. ლიტვის მსგავსად, ესტონეთიც რანგით მაღალ ლიგაშია და ჯგუფში უნგრეთთან, ფინეთთან და საბერძნეთთან მოუწევს კონკურენცია.

კომენტარები

ბოლო ამბები