Thumbnail

წლის სიმულაცია - ალჟირელმა მცველმა ზაჰას ხელი სახეში მიირტყა და დაეცა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • აფრიკის თასზე ალჟირი-კოტ დ'იუვარის მატჩი უინტერესო არ ყოფილა
  • რამი ბენსებაინის სიმულაცია საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა

ალჟირის ეროვნული გუნდის მცველმა რამი ბენსებაინიმ ისეთი რამ ჩაიდინა, საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. აფრიკის ერთა თასის ¼-ფინალური მატჩის დროს, რომელშიც ალჟირი და კოტ დ’ივუარი თამაშობდნენ, 24 წლის რამიმ "სპილოების" ლიდერის, უილფრიდ ზაჰას ხელი დაუჭირა, სახეში მიირტყა და ძირს დაეცა. 

რამი ბენსებაინიმ ამით კოტდივუარელი ჰავბეკისგან ბინძურად თამაშის იმიტაცია გააკეთა, მაგრამ ეთიოპელი არბიტრი ბამლაკ ტესემა პროვოკაციას არ წამოეგო და ალჟირელის ვარდნას ყურადღებაც არ მიაქცია.

მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 1:1 დასრულა. ალჟირის ნაკრებში სოფიან ფეგული გამოირჩა, კოტ დ’ივუარის ნაკრებიდან კი გატანა ჟონათან კოჯიამ მოახერხა. დამატებით ტაიმებში ანგარიში არ შეცვლილა, პენალტების სერიაში კი უკეთესად ალჟირელებმა დაარტყეს - 4:3.

ალჟირის ეროვნული ნაკრები აფრიკის ერთა თასის ნახევარფინალშია, სადაც ნიგერიას დაუპირისპირდება. კოტ დ’ივუარი კი ტურნირს დაემშვიდობა.

კომენტარები

ბოლო ამბები