Thumbnail

ჰენკა გაგამარუს წინააღმდეგ - ჯუღელის მეხუთე მარცხი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გაგამარუმ ნაგოია ბაშოზე მეექვსე დღის შეხვედრა წააგო
  • ქართველი სუმოისტის ბალანსი ტურნირზე - 1:5

ნაგოია ბაშოს მეექვსე დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-6 ბრძოლა ჩაატარა და მეხუთედ დამარცხდა. ის ჯურიოს დივიზიონის მესამე ნომერს, ჩიოშომას დაუპირისპირდა და უვატედაშინაგეს ილეთით წააგო.

ჩიოშომამ სამარცხვინო ხერხს მიმართა - სასტარტო დაჯახებას გამოეცალა (ჰენკა), რის გამოც გაგამარუ დოჰიოზე დაეცა. ჰენკა სუმოს სამყაროში შეუფერებელ საქციელად ითვლება, თუმცა წესებით აკრძალული არ არის.

ჯუღელის ბალანსი ნაგოია ბაშოზე 1:5-ზეა. მისი მომდევნო მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. მას დოჰიოდან გასვლისას ფეხი აწუხებდა. აღსანიშნავია, რომ ნაგოია ბაშოს ტოჩინოშინი ჩაეხსნა.

კომენტარები

ბოლო ამბები