Thumbnail

ვესტბრუკი პოლის ნაცვლად - დიდი ტრეიდი NBA-ში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რასელ ვესტბრუკის 11-წლიანი ისტორია ოკლაჰომაში დასრულდა
  • ვესტბრუკი და ჯეიმს ჰარდენი ისევ ერთად ითამაშებენ
  • კრის პოლი სეზონს ოკლაჰომასთან ერთად დაიწყებს

რასელ ვესტბრუკი კარიერას ჰიუსტონ როკეტსში გააგრძელებს. მისი 11-წლიანი ისტორია ოკლაჰომაში დასრულდა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, მას ჯეიმს ჰარდენთან ერთად თამაში სურდა, რომელთან ერთადაც ოკლაჰომაში 2009-2012 წლებში ასპარეზობდა.

ოკლაჰომა ვესტბრუკის სანაცვლოდ კრის პოლს, პირველი რაუნდის პიკებს 2024 წელსა და 2026 წელში და პიკების გაცვლის უფლებას 2021 და 2025 წლებში მიიღებს.

ვესტბრუკმა ოკლაჰომაში გატარებული 11 წლის განმავლობაში 8-ჯერ ითამაშა ყველა ვარსკვლავის მატჩში. რასელი NBA-ს 2016-2017 წლების სეზონის MVP გახდა.

34 წლის კრის პოლისთვის ოკლაჰომა კარიერაში NBA-ს მე-4 გუნდი იქნება, თუმცა ამერიკული მედია წერს, რომ შესაძლოა, პოლი მაიამიში ჯიმი ბატლერთან აღმოჩნდეს. კრისმა NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობა 9-ჯერ მიიღო და 2013 წელს ALL STAR-ის MVP გახდა.

კრის პოლი აშშ-ის ნაკრებთან ერთად ოლიმპიადის 2-გზის გამარჯვებულია. მან 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშა, როდესაც ამერიკამ ნახევარფინალი საბერძნეთთან წააგო და ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა.

კომენტარები

ბოლო ამბები