Thumbnail

ჭრიკიშვილი შერაზადიშვილის წინააღმდეგ? ბუდაპეშტში ქართველების მეტოქეები გაირკვა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბუდაპეშტის გრან პრიზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია
  • შესაძლოა, მერვედფინალში ჭრიკიშვილისა და შერაზადიშვილის შეხვედრა ვიხილოთ

12 ივლისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს გრან პრი დაიწყება. ტურნირი 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბუდაპეშტის გრან პრიზე 9 სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას. ტურნირის წილისყრის შემდეგ, ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვა

საინტერესოა, რომ 90-კილოგრამამდე წონის მერვედფინალში, შესაძლოა, ავთანდილ ჭრიკიშვილისა და ნიკოლოზ შერაზადიშვილის დაპირისპირება ვიხილოთ.

ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები

- 60 კგ: თემურ ნოზაძე V გონსალო მანსინიო (პორტუგალია)

- 60 კგ: ჯაბა პაპინაშვილი - მოჰამედ ლოტფი V იტალო კარვალიო

- 81 კგ: ტატო გრიგალაშვილი V იგორ საპირან ერერო (ესპანეთი)

- 90 კგ: ბექა ღვინიაშვილი V იახიო იმამოვი (უზბეკეთი)

- 90 კგ: ავთანდილ ჭრიკიშვილი V პიოტრ კუჩერა (პოლონეთი)

- 100 კგ: გიორგი ბერიაშვილი V აარონ ფარა (ავსტრია)

+ 100 კგ: გელა ზაალიშვილი V ვინჩენცო დარკო (იტალია)

+ 100 კგ: ონისე ბუღაძე V ხოსე ალკანტარა (დომინიკის რესპუბლიკა)

- 52 კგ: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი V ალესია კუზნეცოვა (რუსეთი)

კომენტარები

ბოლო ამბები