Thumbnail

მილანიც თანახმაა - ატალანტა ლიგის მატჩებს სან სიროზე ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ატალანტას ჩემპიონთა ლიგის მატჩები სან სიროზე გაიმართება
  • მილანის ხელმძღვანელობამ ბერგამოელების თხოვნა დააკმაყოფილა

ბერგამოს ატალანტა ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებს 'სან სიროზე' გამართავს. ბერგამოელებს მილანის მერიისგან და ინტერისგან თანხმობა ჰქონდათ - ისინი მხოლოდ მილანის პასუხს ელოდებოდნენ, რომელიც დიდხანს ამ თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობდა.

როგორც გაირკვა, ატალანტას თხოვნა მილანმაც გაითვალისწინა და ბერგამოელები 2019-2020 წლის ჩემპიონთა ლიგის მატჩებს სწორედ 'სან სიროზე' ითამაშებენ.

'გავითვალისწინეთ მილანის მერის კარგი აზრი და ბერგამოელების თხოვნას დავთანხმდით. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იტალიურ ფეხბურთში არსებულ პატივისცემასა და ღირებულებებზე.' - განაცხადეს მილანის წარმომადგენლებმა.

ბერგამოელ ქომაგს 60 კილომეტრის გავლა მოუწევს, რათა მილანში ჩავიდეს და ჩემპიონთა ლიგაზე საყვარელი გუნდის მატჩებს დაესწროს. ატალანტას შემტევმა პაპუ გომესმა მილანურ კლუბებს და მილანის მერიას მადლობა გადაუხადა იმ ღირსეული საქციელისთვის, რომელიც მათ ატალანტას მიმართ გამოიჩინეს.

კომენტარები

ბოლო ამბები