Thumbnail

ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ტორპედომ პირველი მატჩი გამართა და ყაზახურ ორდაბასთან გასვლაზე მინიმალური სხვაობით, 0:1 წააგო. საპასუხო მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და ქართული გუნდი მომდევნო ეტაპზე გასვლას შეეცდება.

ორდაბასთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კახა ჩხეტიანი ქართულად საუბრობდა, რამაც ადგილობრივი ჟურნალისტების გაკვირვება გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ ჩხეტიანს მათთვის გასაგებ ენაზე, რუსულად შეეძლო ლაპარაკი. სწორედ ამ მონაკვეთს გაგაცნობთ ჩხეტიანის პრესკონფერენციიდან…

ვიცით, რომ რუსულ ენას კარგად ფლობთ, მაგრამ ქართულად გვესაუბრებით. რატომ?

ჩხეტიანი: ქართული ენა უძველესი და ძალიან ლამაზია. ამიტომ, ყველას უნდა ესმოდეს. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატივს ვცემ მშობლიურ ენას და ამიტომ ვსაუბრობ ქართულად.

კომენტარები

ბოლო ამბები