Thumbnail

თბილისის დინამომ ენგორდანი გაანადგურა - საპასუხო მატჩი ფორმალობაა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ფელის ვისენტეს გუნდმა სუსტ მეტოქეს 6 უპასუხო გოლი გაუტანა
  • მომდევნო ეტაპზე ქართულ გუნდს აზერბაიჯანული გაბალა ელოდება

თბილისის დინამომ ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გამართა და საკუთარ მოედანზე ანდორული ენგორდანი დიდი ანგარიშით, 6:0 დაამარცხა. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ თბილისური გუნდი კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა, სხვაობა კი შეიძლებოდა კიდევ უფრო დიდი ყოფილიყო.

📋 მეტი ამ თემაზე: 

მატჩი 6 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ენგორდანის კარის მიმართულებით საჯარიმო დაინიშნა. ბურთთან ნიკა ნინუა მივიდა და ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში. გოლი ეფექტური გამოვიდა.

1:0 ნინუა (6)

სწრაფი გოლის შემდეგ, დინამომ ტემპი არ დააგდო და სტუმართა კართან არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა. მეორე გოლი 21-ე წუთზე გავიდა და პირველზე არანაკლებ ეფექტური გამოვიდა. ბურთი გიორგი კუხიანიძემ მიიღო, გაისწორა და ძლიერი დარტყმით შესანიშნავი გოლი გაიტანა. თბილისელები ორი ბურთის სხვაობით დაწინაურდნენ და ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა.

2:0 კუხიანიძე (21)

მეორე ტაიმის სტარტზე დინამომ ბურთის კონტროლზე გააკეთა აქცენტი, ენგორდანის კართან კი უამრავი მომენტი იქმნებოდა. 61-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც თბილისელებმა სტანდარტული შეასრულეს, მეკარის შეცდომით კი ნოდარ ქავთარაძემ ისარგებლა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

3:0 ქავთარაძე (61)

მესამე გოლიდან სულ რამდენიმე წუთი იყო გასული, როდესაც მეტოქის საჯარიმოში ქიმაძე შეიჭრა და დინამოს თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოუტანა. ბურთთან ლევან კუტალია მივიდა და პანენკას სტილში, ტექნიკური დარტყმით მეოთხედ აიღო ენგორდანის კარი. ანდორელი ფეხბურთელები უკმაყოფილო დარჩნენ კუტალიას პენალტის შესრულების მანერით და ამის ნიადაგზე, ფეხბურთელებს შორის შელაპარაკებასაც ჰქონდა ადგილი. 

4:0 კუტალია (69)

ორიოდე წუთში დინამომ კიდევ ერთხელ გაუტანა მეტოქეს. მასპინძელთა კომბინაცია გიორგი კუხიანიძის მორიგი ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა. კუხიანიძემ დუბლი შეასრულა, ანგარიში კი 5:0 გახდა. 

5:0 კუხიანიძე (71)

მატჩის საბოლოო ანგარიში გიორგი ზარიამ დააფიქსირა. დინამოელთა იერიში მარჯვენა ფლანგიდან განვითარდა, ზუსტ და გამოზომილ გადაცემას კი ზარიას საგოლე დარტყმა მოჰყვა, 6:0. ყველაზე ტიტულოვანმა ქართულმა გუნდმა გამანადგურებელი ანგარიშით სძლია მეტოქეს და პრაქტიკულად გაინღდა მომდევნო ეტაპის საგზური, სადაც ფელის ვისენტეს გუნდს აზერბაიჯანული გაბალა ელოდება.

6:0 ზარია (81)

დინამო თბ. 6:0 ენგორდანი

გოლები: 1:0 ნინუა (6), 2:0 კუხიანიძე (21), 3:0 ქავთარაძე (61), 4:0 კუტალია (69-პენ.), 5:0 კუხიანიძე (71), 6:0 ზარია (81).

დინამო თბ. (4-2-3-1): პერალესი - რუხაია, მონხილი, კობოური, ქიმაძე - ნინუა, პაპავა (57. ზარია) - შენგელია (63. დაფე), კუხიანიძე (76. ქარდავა), ქავთარაძე - კუტალია.

ენგორდანი (4-2-3-1): კოკა - აგუერო, ბრიტო, ვარელა, დევისი - ბუარმა, სპანო (85. გუიდა) - ლაბორდა (71. ედუ პეპე), სერა, გომესი (90. მენგუალი) - ლაფონტი.

თბილისის დინამომ მეტოქე უშანსოდ დატოვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები