Thumbnail
  • ელინა სვიტოლინა 1:6, 3:6 სიმონა ჰალეპი
  • 27 წლის რუმინელი ჩოგბურთელი უიმბლდონის ფინალში პირველად გავიდა
  • ჰალეპის მეტოქე სერენა უილიამსისა და ბარბარა სტრიცოვას დუელში გაირკვევა 

უიმბლდონზე ქალთა ტურნირის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია. რუმინელმა სიმონა ჰალეპმა, რომელიც ტურნირში მეშვიდე ნომრადაა განთესილი, ნახევარფინალურ შეხვედრაში უკრაინელ ელინა სვიტოლინას (8) ზედმეტი დაძაბვის გარეშე, ორ სეტში მოუგო და კარიერაში პირველად ითამაშებს უიმბლდონის ფინალში.

შეხვედრამ საათსა და 12 წუთს გასტანა. სიმონამ ერთი ეისი მოაწოდა, დაუშვა 3 ორმაგი შეცდომა და 8 ბრეიკ-პოინტიდან 5-ის რეალიზება მოახერხა. ელინას ანგარიშზეც ერთი ეისია, პლუს - არცერთი ორმაგი შეცდომა და ერთი ბრეიკი.

📺 საპატიო სტუმარი ტრიბუნაზე - დევიდ ბექჰემი

უიმბლდონის ფინალში სიმონა ჰალეპის მეტოქე, ან დიდი სლემის ტურნირების 23-გზის გამარჯვებული, ამერიკელი სერენა უილიამსი (11) იქნება, ან - ჩეხი ბარბორა სტრიცოვა. მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება მოგვიანებით დასრულდება.

უიმბლდონზე 27 წლის რუმინელი ჩოგბურთელის საუკეთესო შედეგი აქამდე 1/2-ფინალში გასვლა იყო (2014 წელს). 

2018 წელს "დიდი სლემის" ბალახის ტურნირის გამარჯვებული გერმანელი ანჟელიკა კერბერი გახდა, რომელმაც ფინალში სერენა უილიამსს სძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები