Thumbnail
  • იუნაიტედი მზადაა, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩში 80 მლნ ევრო გაიღოს
  • რომის ლაციო 24 წლის სერბ ნახევარმცველში გაცილებით მეტს ითხოვს

რომის ლაციოს ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მანჩესტერ იუნაიტედში აღმოჩნდეს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" უკვე დიდი ხანია, 24 წლის სერბი ფეხბურთელის პროგრესს აკვირდებიან, ამ დროისთვის კი რომაელებთან მოლაპარაკებებსაც მართავენ. 

მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა, მილინკოვიჩ-სავიჩის სანაცვლოდ 72 მილიონი ფუნტი (80 მილიონი ევრო) გადაიხადოს, მაგრამ საეჭვოა, ასეთი შეთავაზება ლაციოსთვის მისაღები აღმოჩნდეს. ცნობილია, რომ იტალიური კლუბის პრეზიდენტი, კლაუდიო ლოტიტო სერბს 100 მილიონ ევროდ აფასებს და უფრო იაფად მისი დათმობის შესაძლებლობას არც განიხილავს. 

რომაელთა მაღალი მოთხოვნები უცნაური არ უნდა იყოს. ლაციოს ნახევარმცველი დიდი ხანია სხვადასხვა ევროპული კლუბების სამიზნეშია. მანამდე სერბი ფეხბურთელით პარი სენ-ჟერმენი და ტურინის იუვენტუსიც ინტერესდებოდნენ.

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ლაციოში 2015 წელს, გენკიდან გადავიდა და რომაელებმა მასში 18 მილიონი ევრო გადაიხადეს. 

2018/19 წლების სეზონში სერბმა რომის ლაციოს მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 41 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა. 

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები