Thumbnail

უაილდერი ენტონი ჯოშუასთან ბრძოლას ითხოვს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დეონტეი უაილდერი, 32 წლის: 39 ბრძოლა - 39 მოგება / 38 ნოკაუტი
  • ენტონი ჯოშუა, 27 წლის: 20 ბრძოლა - 20 მოგება / 20 ნოკაუტი

32 წლის ამერიკელი მოკრივე დეონტეი უაილდერი WBA და IBF ქამრების მფლობელ ენტონი ჯოშუასთან ბრძოლას ითხოვს.

"მე არ მაქვს იმედი რომ უახლოეს მომავალში ჯოშუასთან ჩხუბის შანსს მომცემენ. ჩემი და მისი გამოსვლები როგორც დღე და ღამე ისე განსხვავდება" - ამბობოს უაილდერი, რომელმაც WBC ტიტულისთვის ბრძოლაში მეორედ დაამარცხა ბერნი სტივერნი და ამისათვის სულ 1 რაუნდი დასჭირდა.

გასულ კვირას ჯოშუა კარლოს ტაკამს დაუპირისპირდა და მოწინააღმდეგე მეათე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ენტონი ჯოშუა [მარცხნივ]

უაილდერი აგრძელებს ზეწოლას ჯოშუაზე და მის აგენტზე ედი ჰირნზე. კარლოს ტაკამთან ჩხუბის შემდეგ უაილდერის აგენტი შელი ფინკელი და ედი ჰირნი ნიუ იორკში შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა შეხვედრის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

"მე მინდა ეს ბრძოლა. მე მინდა დავამტკიცო რომ საუკეთესო ვარ, მე მინდა დავამტკიცო რომ ყველაზე ძლიერი მუშტი მაქვს. მე შემიძლია ვილაპარაკო ეს ყველაფერი ყოველდღე, მაგრამ ეს იქნება სიტყვები მტკიცებულების გარეშე, ხალხი მაინც იტყვის რომ ჯოშუა მჯობია. მინდა დავამტკიცო, რომ ეს ესე არ არის."
 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები