Thumbnail

ბანერი ცაში - ლივერპულის ფანატები იუნაიტედს ავსტრალიაშიც ტროლავენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ოლე გუნარ სულშერის გუნდი სეზონისთვის შეკრებას ავსტრალიაში გადის
  • ლივერპულის 'ბოროტი' ფანატებისთვის ფული და მანძილი პრობლემა არაა

მანჩესტერ იუნაიტედი, ოლე გუნარ სულშერის ხელმძღვანელობით, სეზონის განახლებისთვის შეკრებას ავსტრალიაში გადის, მაგრამ ინგლისისგან ათასობით კილომეტრის დაშორებით მყოფსაც არ ასვენებენ ლივერპულის ქომაგები, რომლებიც ლამის ყველაფერზე არიან წამსვლელნი, ოღონდ კი ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქეს ავნონ ან დასცინონ.

ახლახან, საწვრთნელ ბაზას, სადაც მანჩესტერ იუნაიტედია დაბანაკებული, თვითმფრინავმა გადაუბრინდა, რომელსაც ბანერი ჰქონდა გამობმული წარწერით: "ლივერპული - ჩემპიონთა ლიგის ექვსგზის გამარჯვებული". ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომელი კლუბის გულშემატკივრები იქნებოდნენ ტროლინგის ავტორები.

აღსანიშნავია, რომ ლივერპულის ფანატებს ეს საინტერესო პერფორმანსი არცთუ ძალიან ძვირი დაუჯდებოდათ. ადგილობრივი სააგენტოების ცნობით, შეკვეთილი განცხადებით ორსაათიანი ფრენა ათას დოლარზე ცოტა მეტი ჯდება.

სულშერი გუნდს სეზონისთვის ავსტრალიაში ამზადებს

2018/19 წლების სეზონში ლივერპულმა ინგლისის პრემიერლიგა მეორე ადგილზე დაასრულა (ჩემპიონი მანჩესტერ სიტი გახდა). სამაგიეროდ, იურგენ კლოპის გუნდი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

გასული სეზონი მანჩესტერ იუნაიტედმა ჩააგდო - უტიტულოდ დარჩა. ოლე გუნარ სულშერის გუნდმა, რომელსაც სეზონის დასაწყისში ჟოზე მოურინიო წვრთნიდა, პრემიერლიგა მეექვსე ადგილზე დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები