Thumbnail

ჩაგდებული ბაშო? გაგამარუს ზედიზედ მესამე მარცხი ნაგოიაზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გაგამარუმ ნაგოია ბაშოზე მე-5 დღის ბრძოლა წააგო
  • ქართველი სუმოისტის ბალანსი ტურნირზე - 1:4

ნაგოია ბაშოს მეხუთე დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მეხუთე ბრძოლა ჩაატარა და მეოთხედ დამარცხდა. ის ჯურიოს დივიზიონის მეოთხე ნომერს, ტაკანოშოს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით წააგო.

ბრძოლა საინტერესო გამოდგა. გამარჯვების შანსი ჯუღელსაც ჰქონდა, თუმცა ტაკანოშომ მიმდინარე ბაშოზე მე-4 გამარჯვება მოიპოვა და გაგამარუს მე-4 მარცხი გაუფორმა. 

ჯუღელის ბალანსი ნაგოია ბაშოზე 1:4-ზეა. მისი მომდევნო მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

გაგამარუს ნაგოია ბაშოზე 10 ბრძოლა დარჩა ჩასატარებელი, საიდანაც ქართველმა სუმოისტმა 7 შეხვედრა უნდა მოიგოს.

კომენტარები

ბოლო ამბები