Thumbnail

40 მილიონი იგუაინში - გონსალოს მსურველი ინგლისიდან გამოუჩნდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მაურიციოს სარის იგუაინის იუვენტუსში დატოვება არ სურს
  • ბოლო პერიოდში არგენტინელ ფეხბურთელს რომას უკავშირებდნენ
  • ვესტ ჰემისთვის იგუაინი მესამე ვარიანტი აღმოჩნდა

ტურინის იუვენტუსის მთავარ მწვრთნელს, მაურიციო სარის გონსალო იგუაინის იუვენტუსში დატოვება არ სურს. არგენტინელი ფეხბურთელი არც ლონდონის ჩელსიმ შეიძინა. შესაბამისად, გონსალო იუვენტუსში ვარჯიშს აგრძელებს და შემოთავაზებას ელის.

31 წლის შემტევს აქტიურად რომას უკავშირებენ, რადგანაც რომაელები ედინ ჯეკოს გასხვისებას აპირებენ, თუმცა არგენტინელს რეალური მყიდველი ინგლისიდან გამოუჩნდა - ლონდონის ვესტ ჰემს 'პიპიტას' ყიდვა სურს.

'ჩაქუჩებს' თავიდან ორი ვარიანტი ჰქონდათ - მაქსი გომესი სელტადან და სებასტიან ალე ფრანქფურტის აინტრახტიდან, მაგრამ ორივე გუნდმა ლონდონელების შემოთავაზება დაბლოკა. იგუაინი ვესტ ჰემისთვის მესამე ვარიანტი აღმოჩნდა. გონსალოს ტრანსფერში იუვენტუსს უკვე 40 მილიონი ევრო შესთავაზეს.

სავარაუდოდ, იუვენტუსი იგუაინის ამ თანხად გაყიდვას დათანხმდება. გონსალოს 'ბებერი სინიორას' მაისურით 73 თამაშში 40 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები