Thumbnail

ნაგოია ბაშო | ბოლო ბრძოლა ტურნირზე? დიდი ალბათობით, ტოჩინოშინი მოეხსნება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნაგოია ბაშო. 7-21 ივლისი
  • ტოჩინოშინმა ბაშოს მესამედი მოგების გარეშე დაასრულა
  • გაგამარუს ასეთი ჭიდაობით ელიტაში დაბრუნება გაუჭირდება

აიჩის პრეფექტურის გიმნაზიუმ "დოლფინ არენაზე" მეხუთე დღეა, გრძელდება სუმოს წლის მე-4 სუპერტურნირი ნაგოია ბაშო.

ასპარეზობის მე-5 დღეს ოძეკი ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) მეტოქე მაისის ბაშოს გამარჯვებული ასანოიამა იყო. სამწუხაროდ, ქართველი სუმოისტი კვლავ სუსტად გამოვიდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. ქართველს 0-5 ბალანსი აქვს. 

დიდი ალბათობით, ქართველი ოძეკი ბაშოზე ბრძოლას აღარ გააგრძელებს და ტრავმის გამო, მოეხსნება. 

ტოჩინოშინი V ასანოიამა

თუ ტოჩინოშინი გადაწყვეტს ბრძოლის გაგრძელებას, მე-6 დღეს ტოჩინოშინი დებიუტანტ კომუსუბი აბის შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში ქართველი სუმოისტი წინ არის - 3:1 მის სასარგებლოდ.

ჯურიოს დივიზიონის მე-2 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-4 ნომერ ტაკანოშოს შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. გაგამარუს 1-4 ბალანსი აქვს. გაგამარუს შემდეგი მეტოქე მე-3 ნომერი ჩიოშომაა. 

გაგამარუ V ტაკანოშო

კომენტარები

ბოლო ამბები