Thumbnail

'ამას ქართველებიც არ ელოდნენ' - შერიფი V საბურთალოს გამოხმაურება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რას წერენ და ამბობენ მეტოქე გუნდის ბანაკში
  • შერიფის მწვრთნელის კომენტარი

საქართველოს ჩემპიონ საბურთალოს შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა ჩემპიონთა ლიგაზე - I საკვალიფიკაციო წრის მატჩში სტუმრად ტირასპოლის შერიფი 3:0 გაანადგურა და ცალი ფეხით მეორე საკვალიფიკაციო წრეშია. 

"როცა არაფერი არ გამოგდის", - ასეთი სათაურით გამოეხმაურა შერიფის ოფიციალური საიტი მატჩს. "ამას არავინ ელოდა, თვით სტუმრებიც კი. პირველ ტაიმში თანაბარ ბრძოლაში, გუნდებს 2-2 საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ გოლი საბურთალომ გაიტანა, მათ ჩვენი დაცვის ერთადერთი შეცდომა გამოიყენეს. მეორე ტაიმში თამაშის ხარისხი გაუმჯობესდა, მაგრამ შედეგი ძალიან დასანანი მივიღეთ", - წერს საიტი. 

ზორან ზეკიჩი (შერიფის მწვრთნელი): "ვერაფერს იტვი, ვულოცავ საბურთალოს გამარჯვებას. არაფერი გამოგვდიოდა. არადა, კარგად მოვემზადეთ, მეტოქეც შევისწავლეთ. ვიცოდით, რომ ის ძლიერი იყო. მეტოქის სამი ფეხბურთელი მუდამ აწუხებდა ჩვენს საყრდენ ზონას. ვერ ვუტევდით, ვერც პრესინგი გამოგვიდა. ასე ფეხბურთის თამაში არ შეიძლება".

Молдавский футбол: "შერიფმა დიდი ანგარიშით წააგო ქართულ კლუბთან". 

კომენტარები

ბოლო ამბები