Thumbnail

ჰამბურგის წინ - ცნობილია, მსოფლიოს მერამდენე ჩოგანი იქნება ბასილაშვილი ორშაბათს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მიმდინარე რეიტინგში ბასილაშვილს ბაუტისტა აგუტმა გაუსწრო
  • შემდეგ კვირას ნიკა ისვენებს და ჰამბურგისთვის მოემზადება

უიმბლდონის ღია პირველობის მეოთხედფინალური მატჩების შემდეგ ცნობილი გახდა, მსოფლიოს რომელი ჩოგანი იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილი, როცა 15 ივლისს განახლებული რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდება.

ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი, რაფა ნადალი და რობერტო ბაუტისტა აგუტი გავიდნენ. ბუნებრივია, პირველი სამი ისედაც უსწრებს ნიკას რეიტინგში. აი, ბაუტისტა აგუტმა კი პელიას დამარცხებით, არამარტო ბასილაშვილს გადაასწრო, არამედ, მე-13 პოზიციაზე დამკვიდრდა. ასე რომ, მიმდინარე რეიტინგში ქართველმა მე-15 პოზიცია დაკარგა - ორშაბათს ის ისევ მსოფლიოს მე-16 ჩოგანი იქნება, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგის გამეორებაა. 

15-21 ივლისს ბასილაშვილი არსად არ ითამაშებს და გერმანიის ღია პირველობისთვის მოემზადება - ჰამბურგში მან შარშანდელი 500 ქულა უნდა დაიცვას, ამისთვის კი ისევ ჩემპიონი უნდა გახდეს. დიდი ალბათობით, 27 წლის ბასილაშვილი მე-3 ნომრად იქნება განთესილი. მთავარი ფავორიტი კი ავსტრიელი დომინიკ ტიმი (4) იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები