Thumbnail
  • როჯერ ფედერერი 4:6, 6:1, 6:4, 6:4 კეი ნიშიკორი
  • რაფაელ ნადალი 7:5, 6:2, 6:2 სემ ქუერი

დიდი სლემის წლის მესამე ტურნირის, უიმბლდონის ღია პირველობის 1/2 ფინალში კლასიკური დაპირისპირება გველის - როჯერ ფედერერი რაფა ნადალის წინააღმდეგ!

როჯერ ფედერერს იაპონელ კეი ნიშიკორისთან კი გაუჭირდა, მაგრამ მხოლოდ პირველი სეტი დათმო და 4:6, 6:1, 6:4, 6:4 გაიმარჯვა. ეს შვეიცარიელი ვეტერანის მე-100 გამარჯვება იყო უიმბლდონზე! 37 წლის ფედერერი მე-13-ედ გავიდა უიმბლდონის ტურნირის ნახევარფინალში, ესეც რეკორდია.

ბუნებრივია, 8-გზის გამარჯვებული პირველი ჩოგბურთელია, ვინც 100 მატჩი მოიგო უიმბლდონის კორტებზე. 

რეკორდული მოგებები დიდი სლემის ტურნირებზე

ავსტრალია - როჯერ ფედერერი 97

როლან გაროსი - რაფაელ ნადალი 93

უიმბლდონი - როჯერ ფედერერი 100

US ოფენი - ჯიმი კონორსი 98

რაფაელ ნადალმა თავისი მეოთხედფინალური მატჩი უფრო იოლად მოიგო - ამერიკელი სემ ქუერი 3 სეტში დაამარცხა - 7:5, 6:2, 6:2. როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი ერთმანეთს მე-40-ედ ხვდებიან. 

"მოხარული ვარ, რომ ამდენი წლის პაუზის შემდეგ უიმბლდონზე ვხვდები როჯერს", - განაცხადა გამარჯვების შემდეგ რაფამ. შეგახსენებთ, რომ ბოლოს ლონდონში ესპანელისა და შვეიცარიელის გზები 11 წლის წინათ გადაიკვეთა. 

კომენტარები

ბოლო ამბები