Thumbnail

უიმბლდონი | 'I სეტში წაგება ყველაფერს შეცვლიდა' - ჯოკოვიჩი ნახევარფინალშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:4, 6:0, 6:2 დავიდ გოფინი
  • რობერტო ბაუტისტა აგუტი 7:5, 6:4, 3:6, 6:3 გვიდო პელია

უიმბლდონის ღია პირველობის პირველი ნახევარფინალისტი ვაჟთა შორის ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. მართალია, ბელგიელმა დავიდ გოფინმა მას თავიდან დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ სერბმა საბოლოოდ მაინც სამ სეტში მოიგო - 6:4, 6:0, 6:2. 

ჯოკოვიჩისა და გოფინის სუპერგათამაშება

32 წლის მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნახევარფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს შეხვდება, რომელმაც არგენტინელ გვიდო პელიას 4 სეტში მოუგო - 7:5, 6:4, 3:6, 6:3. 

მსოფლიოს პირველი ჩოგანი უიმბლდონის მეხუთედ მოგებისთვის იბრძვის, თუ ნოვაკი ამას შეძლებს, ეს მის კარიერაში მოგებული მე-16 მეიჯორი იქნება.

"მეტოქემ თამაში კარგად დაიწყო, მას კარგად მიყავდა მატჩის მსვლელობა უკანა ხაზიდან. პირველი სეტი, რომ წამეგო, ყველაფერი სულ სხვანაირად შეიძლებოდა განვითარებულიყო. მეორე და მესამე სეტებში თამაშით კი კმაყოფილი ვარ", - განუცხადა ნოლემ BBC-ის.

ამით ნოვაკმა ორი წლის წინ მონტე კარლოში მარცხისთვის შური იძია გოფინზე, რომელიც მსოფლიოს 25-ე ჩოგანია. 

ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონზე, ღია პირველობის პერიოდში მხოლოდ მე-4 ჩოგბურთელია, ვინც ვაჟთა ერთეულებში 70 მატჩი მოიგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები