Thumbnail

ტრანსფერები | ლონდონის არსენალი ბარსელონას გარემარბით ინტერესდება

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ლონდონელები მალკომს ზაჰას ალტერნატივად განიხილავენ
  • 22 წლის ბრაზილიელის დამატებაზე ევერტონშიც ფიქრობენ

ლონდონის არსენალი ვილფრიდ ზაჰას ალტერნატივად ბრაზილიელ მალკომს განიხილავს, თუმცა ბარსელონას ახალგაზრდა გარემარბთან მოლაპარაკებებს ევერტონიც აწარმოებს, რომელიც მზადაა, ფეხბურთელში 31.5 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

მერსისაიდელები იმედოვნებენ, რომ ტრანსფერი რამდენიმე დღეში შედგება, არსენალის წამრომადგენლები კი ცდილობენ, რომ მალკომს "გუდისონ პარკზე" გადასვლა გადააფიქრებინონ და ბარსელონასთან მოლაპარაკებები თავად აწარმოონ.

ლონდონურმა კლუბმა ზაჰას ტრანსფერში კრისტალ პალასს 40 მილიონი ფუნტი შესთავაზა, მაგრამ პალასს 26 წლის ფეხბურთელში 80 მილიონი ფუნტი სურს და შეთავაზება დაბლოკა, თუმცა არსენალის თავკაც უნაი ემერის იმედი აქვს, რომ ზაჰა მეთოფეების რიგებში მაინც ჩაირიცხება.

მალკომს ბარსელონაში სათამაშო პრაქტიკა აკლია

 22 წლის ბრაზილიელი კატალონიურ კლუბს სათამაშო დროის სიმცირის გამო ტოვებს. გასულ სეზონში ლა ლიგაში სულ 15 შეხვედრა ჩაატარა და ძირითადად, თამაშში სათადარიგო სკამიდან ერთვებოდა. 

ბარსელონას ტრანსფერის განხორციელება სწრაფად სურს, რათა თანხა ანტუან გრიზმანისა და ნეიმარის შეძენისთვის გამოიყენოს.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები