Thumbnail
  • მადრიდის რეალის გარემარბმა გასული სეზონი ცუდად ჩაატარა
  • ლივერპული ესპანელს სათადარიგო მოთამაშედ განიხილავს

მარკო ასენსიო მადრიდის რეალის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა, მაგრამ ახალგაზრდა გარემარბმა გასული სეზონი საშინლად ჩაატარა. მან ლა ლიგის ეგიდით გამართულ 30 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. მისი თამაშით უკმაყოფილოა ზინედინ ზიდანიც, რომელიც მარკოს სათადარიგო მოთამაშედ განიხილავს.

23 წლის ესპანელით სხვადასხვა გრანდები ინტერესდებიან, თუმცა ყველაზე დიდ ინტერესს ლივერპული იჩენს.

ინგლისურ კლუბში მარკოს ძირითადის ფეხბურთელად არ განიხილავენ და ფიქრობენ, რომ ის მუჰამედ სალაჰის კარგი სათადარიგო იქნება. ლივერპული ასენსიოში 67 მილიონ ფუნტს იხდის.

ახალგაზრდა ფეხბურთელს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. რეალის ფრანგ თავკაცს იმედი აქვს, რომ ასენსიოს ტრანსფერის შემდეგ კლუბში სადიო მანეს გადმოიბირებს, თუმცა მერსისაიდელებს მანეს გაშვება არ სურთ.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები