Thumbnail

ტრანსფერები | მარიო მანჯუკიჩი შესაძლოა მიუნხენის ბაიერნში დაბრუნდეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მაურიციო სარის მარიო მანჯუკიჩი ტურინის იუვენტუსში არ სჭირდება
  • 33 წლის ხორვატს მიუნხენში ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავენ
  • თავდამსხმელს ბავარიელთა ღირსებას ორი სეზონის განმავლობაში იცავდა

ტურინის იუვენტუსის ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი შესაძლოა გუნდს ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაემშვიდობოს და გერმანიაში დაბრუნდეს. ამის შესახებ კარგა ხანია იწერება, 33 წლის ფეხბურთელის დამატების მსურველად კი დორტმუნდის ბორუსია სახელდება.

მაგრამ როგორც ირკვევა, დორტმუნდი ერთადერთი გერმანული კლუბი არაა, რომელსაც მარიო აინტერესებს. Sport Bild-ის ინფორმაციით, ხორვატი შესაძლოა მიუნხენის ბაიერნში დაბრუნდეს. 

ბავარიელთა ხელმძღვანელობა მანჯუკიჩს ძირითადი ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელადაც განიხილავს და შეტევის ფლანგზე დამატებით ოფციადაც. 

მარიოს ტურინელებთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს

ტურინიდან მარიო მანჯუკიჩის შესაძლო აბარგების მიზეზად, იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე განხორციელებული ცვლილებები დასახელდა. დაიწერა, რომ გუნდის წინა თავკაცის, მასიმილიანო ალეგრისგან განსხვავებით, მისი მემკვიდრე მაურიციო სარი შემადგენლობაში ხორვატის ადგილს ვერ ხედავს და მზადაა, დაემშვიდობოს მას.

მარიო მანჯუკიჩი ტურინის იუვენტუსში 2015 წელს, მადრიდის ატლეტიკოდან გადავიდა. სატრანსფერო ფასმა 21 მილიონი ევრო შეადგინა. გასულ სეზონში მარიომ სერია A-ს 25 მატჩში ითამაშა, გაიტანა 9 გოლი და მიითვალა 6 საგოლე პასი.

ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელი მიუნხენის ბაიერნის ღირსებას 2012-2014 წლებში იცავდა, რომელთან ერთადაც ბუნდესლიგა (2-ჯერ), გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები