Thumbnail

ანტუან გრიზმანს სეგუნდა B-ში იწვევენ - როგორ დასცინიან და ლანძღავენ ფრანგს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ესპანური სეგუნდა B-ის ახალწვეულმა მერიდამ ფრანგს წინადადებით მიმართა
  • მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელს მოსაფიქრებლად დრო ჯერ კიდევ აქვს
  • კლუბის ფანატებმა ეს ამბავი სერიოზულად მიიღეს და გააპროტესტეს

ესპანური სეგუნდა B-ის ახალწვეულმა მერიდამ წინადადებით ატლეტიკოს ფრანგ თავდამსხმელს, ანტუან გრიზმანს მიმართა, რომელიც ჯერჯერობით ვერ ახერხებს ბარსელონაში გადაბარგებას. 

"ეი, გრიზმანო, ჩვენ სულ მალე დავიწყებთ სეზონისთვის მზადებას. დაგელოდებით, სანამ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება. მერიდაში ცხოვრება გესიამოვნება. იფიქრე ამაზე. ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენ შენთვის მერიდის რამდენიმე სურათსაც ვაქვეყნებთ, რომლებიც იქნებ დაგეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში", - წერს კლუბი ტვიტერზე.

მაგრამ სეგუნდას B-ს კლუბის იდეამ მისი ყველა გულშემატკივარი ნამდვილად არ მოხიბლა. ფანატების ნაწილი გრიზმანს "ვირთხად" მოიხსენიებს იმის გამო, რომ ფრანგი ატლეტიკოს ტოვებს. ისინი აღნიშნავენ, რომ მათ გუნდში ასეთი მოთამაშეების ადგილი არ არის.

მეტი ამ თემაზე: როგორ დაისჯება ანტუან გრიზმანი - ფრანგი ატლეტიკოს ბაზაზე არ მივიდა

28 წლის ანტუან გრიზმანმა გასული სეზონის მიწურულს ატლეტიკოდან წასვლის შესახებ გამოაცხადა. მადრიდელებთან მოქმედი კონტრაქტის თანახმად, ანტუანის ფასი 1-ელი ივლისიდან 120 მილიონ ევრომდე შემცირდა. 

საფეხბურთო კლუბი მერიდა, ამავე სახელწოდების ქალაქის კლუბია, რომელიც ავტონომიური გაერთიანება ესტრემადურას დედაქალაქია და 55 ათასზე ცოტა მეტ მოსახლეს ითვლის.

კომენტარები

ბოლო ამბები