Thumbnail
  • შონ ლივინგსტონმა გოლდენ სტეიტი დატოვა
  • 33 წლის მცველმა უორიორსთან ერთად სამი ჩემპიონობა იზეიმა

შონ ლივინგსტონი გოლდენ სტეიტში აღარ ითამაშებს - უორიორსმა 33 წლის კალათბურთელი გაუშვა.

ეს ინფორმაცია NBA-ს ინსაიდერმა ადრიან ვოინაროვსკიმ (ESPN) გაავრცელა. ლივინგსტონი, რომელმაც უორიორსთან ერთად სამი ჩემპიონობა იზეიმა, თავისუფალი აგენტი გახდა. როგორც ჩანს, გოლდენ სტეიტი ლივინგსტონის ხელფასს (2 მილიონი დოლარი) სამ სეზონზე გადაანაწილებს.

ლივინგსტონამდე, NBA-ს 2015, 2017 და 2018 წლების ჩემპიონმა ანდრე იგუდალა მემფისში გაატრეიდა, კევინ დურანტი კი, როგორც იცით, ბრუკლინში გადავიდა. შეგახსენებთ, რომ უორიორსმა დ’ანჯელო რასელი გადაიბირა.

კომენტარები

ბოლო ამბები