Thumbnail

ატალანტას სან სიროზე თამაში სურს - მილანი ბერგამოელებს ბლოკავს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბერგამოელებმა სერია A მესამე ადგილზე დაასრულეს
  • მათი სტადიონი უეფას მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა
  • ატალანტას თხოვნა ინტერმა და მილანის მერიამ გაითვალისწინეს

ბერგამოს ატალანტამ იტალიის სერია A-ს გასულ სეზონში მე-3 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. ბერგამოელთა სტადიონმა უეფას სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა და 'ატლეტი აძური დ'იტალიაზე' გასპერინის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მატჩების გამართვა არ შეეძლება.

ბერგამოელებმა ალტერნატიული ვარიანტის ძებნა დაიწყეს და არჩევანი 'სან სიროზე' შეაჩერეს, მაგრამ ინტერისა და მილანიის მერიის დასტური - მილანის უარმა გააბათილა. 'როსონერის' დირექტორმა პაოლო სკარონიმ განაცხადა, რომ კლუბის გარდა, ეს სტადიონი ქომაგებსაც ეკუთვნით, რომლებმაც უკვე ის ამბავიც განიცადეს, რომ კლუბი ევროპალიგაზე არ ითამაშებს.

საინტერესოა, შეცვლის თუ არა მილანი გადაწყვეტილებას, რადგანაც ბერგამოელებს მხოლოდ 'როსონერის' დასტური სჭირდებათ.

📺 ვიდეო: ატალანტას ყველა გოლი გასულ სეზონში

Stagione 2018-19 | I 103 gol dell'Atalanta

1️⃣⚽3️⃣gol #Atalanta 🇮🇹 77 #SerieATIM (Record nerazzurro e miglior attacco del campionato) 🏆 10 #TIMCup 🇪🇺 16 #UEL 🤩 Riviviamo tutte le reti di questa stagione 💪 #Atalanta3uropa #GoAtalantaGo ⚫️🔵

Posted by Atalanta Bergamasca Calcio on კვირა, 02 ივნისი, 2019

 

კომენტარები

ბოლო ამბები