Thumbnail

უიმბლდონზე მსაჯმა ჩოგბურთი ითამაშა და ყველა ამაზე იცინის

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

უიმბლდონზე ფანებს მხოლოდ მაღალი დონის ჩოგბურთს კი არ სთავაზობენ, არამედ ე.წ. ლეგენდების მატჩებსაც. ასეთი თამაშების დროს მაყურებლები კარგად ერთობიან ხოლმე.

ჩოგბურთის მოყვარულებს დიდხანს არ დაავიწყდებათ მატჩი, რომელშიც ერთმანეთს იაკო ელტინგისა და პაულ ჰაარჰიუსის წყვილი ანრი ლეკონტისა და პატრიკ მაკინროის დუეტს ეთამაშებოდა. თამაშის დროს, ანრი ლეკონტი ერთ მომენტში ისე დაიღალა, რომ დასვენება გადაწყვიტა, ოღონდ, თამაში კი არ შეწყდა, არამედ მან შემცვლელის ძებნა დაიწყო და მსაჯს თავისი სკამიდან ჩამოსვლა და მატჩში მონაწილეობა შესთავაზა.

არბიტრმა ამაზე უარი არ თქვა და კოსტუმში გამოწყობილი (ჰალსტუხიც ეკეთა) მაკინროის შეუწყვილდა, ლეკონტი კი მის ნაცვლად, მსაჯის სკამზე მოთავსდა. არბიტრს საკმაოდ კარგი დებიუტი გამოუვიდა, რასაც ვიდეოშიც ნახავთ. ანრი ლეკონტი კი სკამიდან კომენტარს აკეთებდა და ისეთ სიტყვებს ამბობდა, როგორებიცაა magnificient (დიდებულია), beautiful (მშვენიერია) და Finish them (დაუმთავრე)…

📺 ვიდეო: მსაჯმა უიმბლდონზე ჩოგბურთი ითამაშა

კომენტარები

ბოლო ამბები