Thumbnail

‘100 მილიონი მსუქანაში გადავიხადეთ’ - რეალის ფანატები აზარის ფორმამ აღაშფოთა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მადრიდის რეალის ქომაგი შფოთავს, რომ ედენ აზარმა წონაში ძალიან მოიმატა
  • გამოცემა AS-ის გარეკანზე ბელგიელის თავი ქარიმ ბენზემას სხეულზე დასვეს  

მადრიდის რეალის გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ გუნდის ახალწვეულის, ედენ აზარის გარეგნობას. უახლეს ფოტოსურათებზე, რომელიც რეალმა გადაიღო, ჩანს, რომ ბელგიელს აშკარად ზედმეტი წონა აქვს.

ასე გამოიყურება ედენ აზარი სინამდვილეში

ამავდროულად, გამოცემა AS-ის გარეკანზე გამოსახულ ფოტოზე ედენი საკმაოდ სპორტულად გამოიყურება. ვიღაცებმა კი უმალ დაადგინეს, რომ ეს ფოტომონტაჟია - ბელგიელის თავი გუნდის ფრანგი თავდამსხმელის, ქარიმ ბენზემას ტანზეა "დასმული".

"რეალურად, 100 მილიონი ევრო გადავიხადეთ მსუქან აზარში", - დაწერა ერთ-ერთმა ფანატმა სოციალურ ქსელში.

"როგორ შეიძლებოდა აზარი სულ რაღაც ერთ თვეში ასე გასუქებულიყო? ეს ადამიანურ შესაძლებლობებს სცილდება", - დაწერა სხვამ.

"საინტერესოა, პუტკუნა აზარი როგორ რჩება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ხუთეულში. რა მოხდება, თუკი ფორმაში ჩადგება?", - აღნიშნავს რეალის კიდევ ერთი ქომაგი. 

28 წლის ედენ აზარი მადრიდის რეალში ლონდონის ჩელსიდან 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. სატრანსფერო თანხა ბონუსების ხარჯზე შეიძლება კიდევ 45 მილიონი ევროთი გაიზარდოს. ფეხბურთელმა "სამეფო კლუბთან" 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები