Thumbnail
  • სიმბოლურ ნაკრებში 5 ფეხბურთელი ბრაზილიიდანაა
  • 12 ქვეყნიდან სიმბოლურში 6 ქვეყნის ფეხბურთელი მოხვდა

კოპა ამერიკა 2019 ბრაზილიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. სელესაომ ფინალში პერუს 3:1 მოუგო და სამხრეთ ამერიკის კონტინენტის მთავარ სანაკრებო ტიტულს მეცხრედ დაეუფლა.

ტიტეს ნაკრებმა ტურნირზე მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა და ისიც ფინალში - CONMEBOL-ის სამუშაო ჯგუფმა კოპა ამერიკა 2019-ის გვერდზე ტურნირის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, სადაც ჩემპიონი ნაკრებიდან ხუთი ფეხბურთელი მოხვდა: ალისონი, ტიაგო სილვა, დანი ალვეში, არტური და ევერტონი.

ფინალისტ პერუელებს სიმბოლურში ორი ფეხბურთელი ჰყავთ: მიგელ ტრაუკო და ტურნირის თანაბომბარდირი პაულო გერერო. რჩეულ თერთმეტეულში ასევე მოხვდნენ: ხოსე ხიმენესი (ურუგვაი), ლეანდრო პარედესი (არგენტინა) არტურო ვიდალი (ჩილე), ხამეს როდრიგესი (კოლუმბია).

კოპა ამერიკა 2020 არგენტინასა და კოლუმბიაში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები