Thumbnail

გაგამარუმ ისევ წააგო! ქართველის მესამე მარცხი ნაგოია ბაშოზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გაგამარუმ ნაგოია ბაშოზე მეოთხე დღის შეხვედრა წააგო
  • ქართველი სუმოისტის ბალანსი ტურნირზე - 1:3

ნაგოია ბაშოს მეოთხე დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მეოთხე ბრძოლა ჩაატარა და მესამედ დამარცხდა. ის ჯურიოს დივიზიონის მეოთხე ნომერს, ვაკატაკაკაგეს დაუპირისპირდა და შიტატედაშინაგეს ილეთით წააგო.

ჯუღელის ბალანსი ნაგოია ბაშოზე 1:3-ზეა. მისი მომდევნო მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები