Thumbnail
  • ანორთოსისი 3:3 ზამალეკი
  • თემურ ქეცბაიას გუნდის პირველი ამხანაგური მატჩი

თემურ ქეცბაიას სადებიუტო მატჩი პლატრესში შედგა, სადაც ანორთოსისმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და ზამალეკს 3:3 დაუზავდა. ქართველი მწვრთნელის გუნდი 3:0-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ სამი გოლი გაუშვა. სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი იყვნენ. მეორე ტაიმი სულ სხვა შემადგენლობამ დაიწყო, რომელშიც ნიკა კაჭარავა იყო.

kerkida.net-ის ინფორმაციით, ოქრიაშვილმა ამ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, ისევე, როგორც კაჭარავამ. ოქრიაშვილს კუნთის პრობლემა აქვს და სამედიცინო შემოწმება დაადგენს, რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა. კაჭარავას შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ფორვარდი იოლად გადარჩა. 

კომენტარები

ბოლო ამბები