Thumbnail
  • ტოჩინოშინის წაგებათა სერია გრძელდება
  • გაგამარუს მესამე მარცხი ნაგოიას ბაშოზე

აიჩის პრეფექტურის გიმნაზიუმ "დოლფინს არენაზე" ნაგოიას ბაშოს მე-4 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), რომელიც აქამდე გამარჯვების გარეშე ასპარეზობდა, მე-3 მაეგაშირა დაიეიშოს შეხვდა და კვლავ დამარცხდა ამჯერად, ოშიდაშის ილეთით. ლევანს 0-4 ბალანსი აქვს. 

ტოჩინოშინი V დაიეიშო

ბაშოს მე-5 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა ასანოიამაა, მაისის ბაშოს გამარჯვებული და ტოჩინოშინთან სკანდალური ბრძოლის მონაწილე, როცა მსაჯების შეცდომამ ტურნირზე, შესაძლოა, იმპერატორის თასის ბედი შეცვალა - 1:1 ურთიერთშეხვედრებში. 

ჯურიოს დივიზიონის მე-2 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ჯურიოს მე-4 ნომერ ვაკატაკაკაგეს შეხვდა და შიტადედაშინაგეს ილეთით დამარცხდა. მომდევნო მეტოქე ჯურიოს მე-4 ნომერი ტაკანოშოა.

გაგამარუ V ვაკატაკაკაგე

შეგახსენებთ, რომ წლის მე-4 სუპერტურნირი ნაგოიაში 7-21 ივლისს იმართება. ტოჩინოშინი მეექვსედ ასპარეზობს ბაშოზე ოძეკის რანგში.

კომენტარები

ბოლო ამბები