Thumbnail
  • მორენო ვილიარეალში ითამაშებს
  • 5 სეზონის შემდეგ ესპანელი ენფილდს დაემშვიდობა

სევილიას და ლივერპულის ყოფილი მარცხენა მცველი - ალბერტო მორენო კარიერას სამშობლოში განაგრძობს, სადაც ვილიარეალის ფორმას მოირგებს.

ესპანელი მცველი ლივერპულმა 2014 წელს სევილიადან დაიმატა, მერსისაიდში გატარებული 6 სეზონის შემდეგ მორენომ კლუბში 141 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო.

მორენომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი გასული სეზონიდან დაკარგა, როდესაც იურგენ კლოპმა ჰალ სიტიდან ენდრიუ რობერტსონი დაიმატა.

შოტლანდიელი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე, შესაბამისად მორენოს ვილიარეალში გადასვლა მოუხდა, სადაც ახლი კონტრაქტით 2024 წლამდე დარჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები