Thumbnail
  • რუბინი 0:4 ცსკა
  • ყაზანელთა სამივე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა

ყაზანის რუბინმა რუსეთის მორიგი პირველობის წინ ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა, მოსკოვის ცსკა-ს შეხვდა და 0:4 განადგურდა. 

მატჩში მონაწილეობა სამივე ქართველმა მიიიღო - ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტოში დაიწყო და ის 57-ე წუთზე გამოცვალეს. სასტარტოში იყო ასევე ზურიკო დავითაშვილიც, ის 64-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო რუბინს გუშინ დამატებულმა ბექა მიქელთაძემ 72-ე წუთიდან ითამაშა. სხვათა შორის, ცსკა-ს რიგებში 72-ე წუთზე გამოჩნდა კონსტანტინ მარადიშვილი. მედიის ინფორმაციით, ძალიან ნიჭიერი 19 წლის ნახევარმცველი, რომელიც ცსკა-ს აღზრდილია და რუსეთის მოქალაქეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები