Thumbnail

ინგლისის ნაკრების მორაგბეები ლონდონის პრაიდს დაესწრნენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლონდონში ლგბტ პირების მსვლელობაზე სპორტსმენებიც გამოჩნდნენ
  • კრის რობშოუ და ჯეიმს ჰასკელი პრაიდზე

ლონდონში გამართულ ლგბტ პირების მსვლელობას ინგლისის მორაგბეთა ნაკრების მოქმედი და ყოფილი მოთამაშეები შეუერთდნენ - კრის რობშოუ და ჯეიმს ჰასკელი.

ორივე მორაგბემ პრაიდზე გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

რობშოუ ინგლისის ნაკრების ღირსებას 2009 წლიდან იცავს. მან ნაკრებში 66 მატჩი ჩაატარა. კრისი 2012 წლიდან 2015 წლამდე ნაკრების კაპიტანი იყო.  

ჰასკელი ნაკრებში 2007 წლიდან 2019 წლამდე თამაშობდა. მან 77 შეხვედრაში 4 ლელო გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები