Thumbnail

უიმბლდონი | სერენა უილიამსი და სიმონა ჰალეპი ნახევარფინალში გავიდნენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სერენა უილიამსი 6:4, 4:6, 6:3 ალისონ რისკი
  • სიმონა ჰალეპი 7:6, 6:1 შუაი ჩჟანი

უიმბლდონის ღია პირველობის 1/4 ფინალში მსოფლიოს მე-10 ჩოგანმა და უიმბლდონის 7-გზის გამარჯვებულმა, სერენა უილიამსმა თანამემამულე ალისონ რისკი დაძაბულ, სამსეტიან ბრძოლაში, 6:4, 4:6, 6:4 დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ჩეხ ბარბარა სტრიცოვასა და ბრიტანელ იოანა კონტას შორის გამარჯვებული იქნება.

სერენამ გამარჯვება ემოციურად აღნიშნა

'უბედნიერესი ვარ. უიმბლდონის ნახევარფინალში გავედი, რაც ძალიან მახარებს. ეს ხომ ყოველდღე არ ხდება.' - განაცხადა გამარჯვებულმა სერენამ, რომელიც უიმბლდონის ნახევარფინალში მეთერთმეტედ გავიდა.

კიდევ ერთი ნახევარფინალისტი სიმონა ჰალეპი გახდა, რომელმაც ჩინელი შუაი ჩჟანი ორ სეტში, 7:6, 6:1 დაამარცხა. მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერმა პირველი სეტი ტაიბრეიკით მოიგო და მეორე სეტში მეტოქეს მარტივად გაუმკლავდა.

ჰალეპის მეტოქე ელინა სვიტოლინასა და კაროლინა მუჩოვას შორის გაირკვევა. 2014 წლის შემდეგ, სიმონა ჰალეპი ნახევარფინალში პირველად გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები