Thumbnail

ბრძოლა ოლიმპიადის საგზურისთვის - შემადგენლობა და მეტოქეები ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპი 13-14 ივლისს გაიმართება
  • საქართველოს მეტოქეები გერმანია, ლიტვა და ინგლისი იქნებიან

დღეს საქართველოს 7-კაცა რაგბის ეროვნული ნაკრები საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირში ითამაშებს. 

ტოკიოს ზაფხულის თამაშების საგზურისთვის 13-14 ივლისს კოლომიეში 12 გუნდი იბრძოლებს - 9 მოწინავე გრან პრიდან, ორი საუკეთესო 'ალაფიდან' და 'კონფერენც დივიზიონის' გამარჯვებული. ისინი სამ 4-გუნდა ჯგუფში გადანაწილდებიან და პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები, ხოლო 14-ში ფლეი ოფები გაიმართება. 

პირველი დღის შემდეგ, 8 საუკეთესო გუნდი ოლიმპიადის საგზურისთვის გააგრძელებს ბრძოლას. იაპონიაში პირველი გუნდი პირდაპირ მოხვდება, ხოლო მეორე-მესამე ადგილოსნების რეპეშაჟის საგზურს მიიღებენ, რომელიც 2020 წლის ივნისში ჩატარდება.

რამაზ ხარაზიშვილი ნაკრებს დაუბრუნდა.
PHOTO / GEORGIAN RUGBY

საქართველოს მატჩების განრიგი

13 ივლისი

14:22 - საქართველო v გერმანია
16:45 - საქართველო v ინგლისი
19:30 - საქართველო v ლიტვა

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ლეჟავამ უკვე შეარჩია ის 12 მორაგბე, რომლებიც საფრანგეთში ითამაშებენ. ტრავმა მოიშუშა და მოსკოვის ეტაპის შემდეგ ნაკრებს უბრუნდება კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი. მოსკოვში არ უთამაშიათ და კოლომიეში მიდიან იაგო ხაბულიანი და ლაშა ლომიძე.

ნაკრების შემადგენლობა

ირაკლი სვანიძე (ჯიქი), იოანე ხელაია (ლოკომოტივი), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), იაგო ხაბულიანი (აია), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი), დავით თაბუკაშვილი (ხარები), ლაშა ლომიძე (აია), ნიკო აფციაური (ლოკომოტივ-პენზა), რამაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები).

კომენტარები

ბოლო ამბები